15:25 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 11:23:15, 2086 ნახვა

სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო.

მომდევნო პროცესი 29 ნოემბერს 14:00 საათზე გაიმართება.

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.

სასამართლოში ოქრუაშვილის თანაპარტიელებიც იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია და ხელისუფლების მხრიდან საკუთარი პოზიციის შეცვლის მოლოდინი არ აქვთ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის  მოვლენების საქმეზე დააკავეს, რომელსაც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics