17:09 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-24 15:19:42, 307 ნახვა

სამართალი
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან

მარიამ მეყანწიშვილი აქტივისტი, რომელიც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სასახლის ღობის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 5000 ლარიანი გირაო დააკისრა, ამბობს, რომ სხვა დაკავებულების მსგავსად პატიმრობას ელოდა. 

როგორც მეყანწიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის გარედან გააგრძელებს ბრძოლას ყველა იმ ადამიანის თავისუფლებისთვის, ვინც ახლა აქციებზე დგომის გამო პატიმრობაში იმყოფება. 

არ ველოდებოდი, გამზადებული ვიყავი, რომ დღეს საპატიმროში ამოვყოფდი თავს. მადლობა ხალხს სოლიდარობისთვსი, სწორედ ხალხის დამსახურებაა ის შედეგი, რაც დადგა. გამამტყინებელი განაჩენი მიხარითქო ვერ გეტყვით, მაგრამ მიხარია ის,რ ომ მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად შევძლებ ბრძოლის გარეთ გაგრძელებს და კიდევ უფრო მეტად გავაგრძელებ უკომპრომისო ბრძოლას.

ნანა აბო გამაგრდით, ძალიან ღირსეულები ხართ, არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან და გპირდებით, მალე დამთავრდება ის უსამართლობა, რაშიც ახლა გვიწევს ყოფნა. იმ პატიმრებს, ვისაც მიუსაჯეს, ყველასთვის ვიბრძოლებ.

დღეს საღამოს აუცილებლად ვაპირებ რუსთაველზე მისვლას.

ხალხის ერთობის დამსახურებაა ეს ჯარიმა და არა კანონის ლოიალურობის. კანონი არ არის ლოიალური, კანონი არის რეპრესიული.", - თქვა ანა მეყანწიშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics