15:25 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-10 17:41:11, 2081 ნახვა

სამართალი
ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

კერძოდ, უწყების ინფორმაციით, შალვა შევარდნაძეს ბრალი წაუყენეს 118,1 მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე.

საგამოძიებო უწყება შევარდნაძისთვის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უახლოეს საათებში მიმართავს.

8 ნოემბერს საღამოს ფილმის პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე ძალადობრივი ჯგუფები თბილისის და ბათუმის რამდენიმე კინოთეატრის შესასვლელთან შეიკრიბნენ. შეკრებას წინ უძღოდა მათი ლიდერების აგრესიული განცხადებები და მოწოდებები კინოთეატრებში შეჭრისა და ფილმის ჩვენების ჩაშლის შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics