09:29 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 10:01:50, 2180 ნახვა

სამართალი
კახაბერ საბანაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მმართველი საბჭოს შეხვედრას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მმართველი საბჭოს შეხვედრას დაესწრო

შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ მმართველი საბჭოს მესამე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე დაესწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები და პროექტის განმახორციელებელი გუნდის - ორგანიზაცია "Hulla & Co Human Dynamics KG"-ის წევრები, ბენეფიციარი უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები.

პროექტი 2018 წლიდან ხორციელდება და 2021 წელს დასრულდება. იგი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს და სამომავლო აქტივობები განსაზღვრეს.

პროექტის ძირითადი მიმართულებებია: საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საბჭოს გაძლიერება, სამინისტროს ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მეთოდების დანერგვა, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულით გამოწვეულ საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics