|
2026-06-25 09:11:03, 292 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან შესაბამის სააგენტოებს დაავალა ვენესუელაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სწრაფი რეაგირებისთვის მზად იყვნენ. „ვენესუელას ორი ძლიერი მიწისძვრა დაატყდა თავს, ორივე მასიური იყო და დამანგრეველი მსხვერპლი გამოიწვია. შეერთებული შტატები მზადაა, სურს და შეუძლია დახმარება! მე დავავალე ჩვენი მთავრობის ყველა ნაწილს, მზად იყვნენ სწრაფად იმოქმედონ“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი „ჩვენს ახალ და დიდ მეგობრებს გვერდით დაუდგება“ და შედეგების შესახებ ინფორმაციას „იმედგაცრუებული“ უწოდა. როგორც ცნობილია, ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაღუპულთა და დაშავებულთა ოფიციალური რაოდენობა ჯერ არ გამოქვეყნებულა. მიწისძვრა კარაკასის ჩრდილო-დასავლეთით ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს 6:00 საათის შემდეგ მოხდა. აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) ორი ბიძგი დააფიქსირა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთიანი გეოფიზიკური სამსახურის ალტაი-საიანის ფილიალმა მიწისძვრის მაგნიტუდა 6.9-ად შეაფასა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)