09:28 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 21:15:23, 1891 ნახვა

სამართალი
PHR - ზვიად დევდარიანის მიერ ქალების სექსუალური შევიწროების ფაქტები დადასტურდა

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატმა სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელის ზვიად დევდარიანის მიერ ქალების სექსუალური შევიწროების ფაქტები დაადასტურა.

კერძოდ, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საკითხის შესასწავლად სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს, რომელმაც ხუთი ქალის საქმე შეისწავლა.

მათი თქმით, 3 საქმეზე ომბუდსმენის აპარატმა ინფორმაცია დაადასტურა, ხოლო 2 საქმეზე ხანდაზმულობის გამო, მტკიცებულებების მოძიება ვერ მოახერხა.

„2018 წლის მარტში რამდენიმე ქალმა ზვიად დევდარიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „CIDA-ს“ ხელმძღვანელი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ქალების ისტორიების მიხედვით, ზვიად დევდარიანი ბოროტად იყენებდა პროფესიულ და საზოგადოებრივ მდგომარეობას და მათ მიმართ ახორციელებდა არასასურველი სექსუალური შინაარსის ქცევას. ქალებმა სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით მომართეს ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რის შემდეგაც PHR-მა 5 კონკრეტულ შემთხვევაში, სექსუალური შევიწროების დადგენის მიზნით სახალხო დამცველს მიმართა.

PHR-ისთვის ცნობილი გახდა 2018 წლის პირველ ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციის შესახებ, რომლის თანახმადაც „ზვიად დევდარიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული და საზოგადოებრივი მდგომარების გამოყენებით (…) არასასურველი, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც მათ შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics