23:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-28 23:31:07, 254 ნახვა

მსოფლიო
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის

ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ირანის მოლაპარაკებათა ჯგუფთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, პოტენციური ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი ჯერ დადასტურებული არ არის.

ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმებასთან დაკავშირებით განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს დასავლური მედია. Axios-მა, Reuters-მა და AP-მ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია და ის ახლა დონალდ ტრამპის მაგიდაზეა საბოლოოდ დასამტკიცებლად.

Axios-ის ცნობით, 60-დღიანი ურთიერთგაგების მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებას და ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, 60-დღიან ურთიერთგაგების მემორანდუმში გათვალისწინებული იქნება ჰორმუზის სრუტეში „შეუზღუდავი“ გადაზიდვები. ეს ნიშნავს, რომ არ იარსებებს გადასახადი, შევიწროება და ირანს 30 დღის განმავლობაში მოუწევს სრუტიდან ყველა ნაღმის ამოღება.

ამასთან, აშშ-ის საზღვაო ბლოკადა მოიხსნება, მაგრამ ეს მოხდება კომერციული გადაზიდვების აღდგენის პროპორციულად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics