|
2025-03-10 19:16:25, 666 ნახვა
მსოფლიო
ილონ მასკი - რადოსლავ სიკორსკი სოროსის მარიონეტია
რადოსლავ სიკორსკი სოროსის მარიონეტია , - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „დიახ, ის სოროსის მარიონეტია“, - წერს მასკი. ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ერთ-ერთ პოსტს გამოეხმაურა, რომლის ავტორიც წერს, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, „რადოსლავ სიკორსკი ენ ეპლბაუმის ქმარი და ალექს სოროსის მეგობარია“. შეგახსენებთ, გუშინ ილონ მასკმა X-ზე დაწერა, რომ „Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია“ და თუ მას გათიშავს, უკრაინის მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება. ილონ მასკის განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის პოლონეთი იხდის და თუ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, მაშინ პოლონეთი სხვა მომწოდებლებს მოძებნის. მოგვიანებით, სიკორსკის მასკი კვლავ გამოეხმაურა, მას „პატარა კაცი“ უწოდა და აღნიშნა, რომ პოლონეთი ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილს იხდის და Starlink-ს შემცვლელი არ ჰყავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)