|
2025-03-10 19:15:15, 657 ნახვა
მსოფლიო
უიტკოფი - კიევისთვის არასდროს შეგვიჩერებია თავდაცვისთვის საჭირო სადაზვერვო მასალის მიწოდება
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა FOX News-ის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ უკრაინისთვის თავდაცვისთვის აუცილებელი სადაზვერვო მონაცემების მიწოდება აშშ-ს არასდროს შეუჩერებია. FOX News-ის ეთერში, ჟურნალისტმა უიტკოფს ჰკითხა, ამ დროისთვის შეჩერებულია თუ არა კიევისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდება. "ჩვენ არასდროს შეგვიჩერებია თავდაცვისთვის აუცილებელი სადაზვერვო მონაცემების მიწოდება უკრაინისთვის". – უპასუხა უიტკოფმა ჟურნალისტის კითხვას. იმავე ინტერვიუში მაღალჩინოსანს ჰკითხეს მიმდინარე კვირაში მიაღწევს თუ არა აშშ და უკრაინა მიმდინარე კვირაში მინერალებზე შეთანხმებას. "დიდი იმედი მაქვს. ზელენსკიმ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ოვალურ ოფისში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება ჩვენსა და უკრაინის გუნდებს შორის, რომელშიც ევროპელებიც არიან ჩართულები. იმედი მაქვს შეთანხმება შედგება". – უპასუხა უიტკოფმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)