|
2025-03-10 18:30:25, 684 ნახვა
მსოფლიო
კირ სტარმერი უკრაინის საკითხზე „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების მორიგ სამიტს გამართავს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი შაბათს უკრაინის საკითხზე ლიდერების მორიგ სამიტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. „პრემიერ-მინისტრი „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების მეორე შეხვედრას გამართავს“, - განუცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს. ლიდერების შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება. შეგახსენებთ, 2 მარტს ლანკასტერის სასახლეში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ლიდერთა სამიტს უმასპინძლა. სამიტის დასრულების შემდეგ კირ სტარმერმა უკრაინის დასაცავად და მშვიდობის უზრუნველსაყოფად ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა. ამასთან, ოთხშაბათს პარიზში დაგეგმილ შეხვედრაზე საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრები უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)