|
2025-03-10 15:37:26, 428 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის შეხვედრა არ იგეგმება
10 მარტს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება. შეხვედრა უარყო დიმიტრი პესკოვმა. ჟურნალისტების კითხვას შეხვედრის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა ასე უპასუხა: "არა, ვერ გიდასტურებთ. ეს ასე არ არის". ცოტა ხნით ადრე, იგივე თემაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ. "შეხვედრა არ იგეგმება. მეტსაც გეტყვით, აშშ-ს მხრიდან შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია არ შემოსულა". რუსეთისა და აშშ-ს დელეგაცია ელ-რიადში მიმდინარე წლის 18 თებერვალს შეხვდა. მხარეების თქმით, შეხვედრა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ემსახურებოდა. საუდის არაბეთში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც სავარაუდოდ 11 მარტს აშშ-ს წარმომადგენლებს შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)