|
2025-03-10 10:23:32, 462 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა ღაზის სექტორს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა
ისრაელმა ღაზის სექტორს, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვის შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა. „ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა დავიბრუნოთ ყველა მძევალი და უზრუნველვყოთ, რომ „ჰამასი“ აღარ იყოს ღაზის სექტორში“, - განაცხადა ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა. „ჰამასმა“, თავის მხრივ, ისრაელის ხელისუფლება „იაფფასიან და მიუღებელ შანტაჟის ტაქტიკაში“ დაადანაშაულა. შეგახსენებთ, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც 1-ელ მარტს დასრულდა, „ჰამასმა“ ისრაელს 25 ცოცხალი მძევალი და 8 მძევლის ცხედარი გადასცა. ისრაელმა, სანაცვლოდ, დაახლოებით 1 800 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის მეორე ეტაპის პირობად ღაზის სექტორის სრულ დემილიტარიზაციას და დარჩენილი 58 მძევლის, მათ შორის როგორც ცოცხლების, ასევე დაღუპულების, გადაცემას აყენებს. თავის მხრივ, „ჰამასი“ ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების სრულ გაყვანას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)