|
2025-03-08 10:28:59, 652 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ილონ მასკსა და მარკო რუბიოს შორის დაპირისპირება არ ყოფილა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ილონ მასკსა და მარკო რუბიოს შორის დაპირისპირება არ ყოფილა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. „არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, მე იქ ვიყავი. ილონი მარკოს მშვენივრად უგებს და ორივე შესანიშნავად მუშაობს. მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. ცნობისთვის, მანამდე The New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ხუთშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კაბინეტის შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და ტრანსპორტის მდივანი, შონ დაფი ილონ მაკს სამთავრობო ხარჯების შემცირების მიზნით ფედერალური სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების საკითხის შესახებ დაუპირისპირდნენ. როგორც გამოცემა წერს, დაპირისპირების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს (DOGE) კვლავ მხარს უჭერს, თუმცა თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ამიერიდან თავად დეპარტამენტების ხელმძღვანელები მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)