|
2025-03-06 15:18:11, 558 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - ემანუელ მაკრონის ბირთვული რიტორიკა რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ემანუელ მაკრონის ბირთვული რიტორიკა რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. სერგეი ლავროვი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, იგი მზად არის ფრანგული ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვის შესახებ დისკუსია დაიწყოს. „რა თქმა უნდა, ეს რუსეთისთვის საფრთხეა. თუ ის საფრთხედ მიგვიჩნევს, თუ ის ევროპის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის მეთაურების შეხვედრას იწვევს და ამბობს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება აუცილებელია, რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება, ეს, რა თქმა უნდა, საფრთხეა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. ამასთან, ლავროვის თქმით, უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგება ნატო-ს ჯარების განლაგებას ნიშნავს. „ჩვენ ამ (ევროპული) ჯარების განლაგებას განვიხილავთ ისე, როგორც უკრაინაში ნატო-ს პოტენციურ მონაწილეობას. ეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში ნატო-ს ქვეყნების პირდაპირ ჩართვას ნიშნავს. ამის დაშვება არ შეიძლება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)