|
2025-03-05 20:30:16, 614 ნახვა
მსოფლიო
რუმინეთი ორ რუსს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
რუმინეთი პერსონა ნონ გრატად აცხადებს და ქვეყნიდან აძევებს ორ რუს დიპლომატს. ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ რუმინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშეს, ისევე როგორც მისი მოადგილის, პერსონა ნონ გრატად გამოცხადება რუმინეთის ტერიტორიაზე, ქმედებების განხორციელებისთვის, რომლებიც 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს ეწინააღმდეგება”, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ინფორმაცია უკვე გადაეცა ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, რომელიც რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ ემილ ჰურეზეანუს მოთხოვნით დაიბარეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)