02:23 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-03 09:27:52, 478 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ გვესმის ამერიკის მნიშვნელობა და მადლობელი ვართ ყველა მხარდაჭერისთვის
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ჩვენ ვხედავთ ევროპის მკაფიო მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტ ერთიანობას, თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტ სურვილს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ერთიანია მთავარ საკითხზე, რომ მშვიდობა რომ იყოს რეალური.

„ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების რეალური გარანტიები. ეს არის მთელი ევროპის - მთელი კონტინენტის პოზიცია. დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, თურქეთის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინას ესმის შეერთებული შტატების მნიშვნელობა და მადლობელი იმ მხარდაჭერისთვის, რაც შეერთებული შტატებისგან მიიღო.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ამერიკის მნიშვნელობა და მადლობელი ვართ ყველა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ შეერთებული შტატებისგან. არ ყოფილა დღე, როცა მადლიერება არ გვეგრძნო. ეს არის მადლიერება ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის - ჩვენი გამძლეობა უკრაინაში ეფუძნება იმას, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ ჩვენთვის - და საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა გაუთავებელი ომი. და ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ უსაფრთხოების გარანტიები არის ამის გასაღები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics