01:59 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 19:09:37, 470 ნახვა

მსოფლიო
მაიკ უოლცი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება.

„ეს საკითხი არ განიხილება. არ განვიხილავ, რომ აშშ-მა უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების ნება დართოს და შემდეგ დაუყოვნებლივ, მე-5 მუხლის თანახმად, უკრაინის დასაცავად ამერიკელი ჯარისკაცების გამოყენება დაუშვას. ეს სრულიად განსხვავებული სცენარია და მინდა დავაზუსტო ეს საკითხი. ეს აშშ-ს მიერ ნატო-სა და მისი მოქმედი წევრი ქვეყნების წინაშე აღებული ვალდებულებისგან განსხვავდება“, - განაცხადა მაიკ უოლცმა.

მისი თქმით, აშშ ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგულია.

„ჩვენ მე-5 მუხლით აღებული ვალდებულებების ერთგული ვართ. თუმცა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ცალკე განხილვის საკითხია“, - აღნიშნა უოლცმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics