|
2025-02-20 10:31:52, 408 ნახვა
მსოფლიო
Telegraph- ბრიტანეთი ტრამპს წარუდგენს უკრაინაში 30 000 ევროპელი სამხედროს გაგზავნის გეგმას
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამს წარუდგენს გეგმას, რომლის თანახმად, ვაშინგტონის შუამავლობით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მისი დაცვის უზრუნველსაყოფად ევროპა უკრაინაში გაგზავნის 30 ათასამდე სამხედროს. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი. ვაშინგტონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ვიზიტი მომავალ კვირაშია დაგეგმილი. Telegraph-ის წყაროთა თანახმად, სტარმერი მოითხოვს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში განთავსებული ამერიკული გამანადგურებლები და რაკეტები მზადყოფნაში მოიყვანონ, თუ რუსეთი ზავის პირობებს დაარღვევს. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალების შექმნის ბრიტანულ-ფრანგული გეგმა წარდგენილი იყო ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტზე, რომელიც ამ კვირაში, პარიზში გაიმართა. სამიტის მოწვევას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რუსეთთან დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)