|
2025-02-20 08:44:37, 460 ნახვა
მსოფლიო
ილონ მასკი - ზელენსკი ვერ განაცხადებს პრეტენზიას, რომ უკრაინელი ხალხის ნებას წარმოადგენს
ზელენსკი ვერ განაცხადებს პრეტენზიას, რომ უკრაინელი ხალხის ნებას წარმოადგენს, თუ არ აღადგენს პრესის თავისუფლებას და არ შეწყვეტს არჩევნების გაუქმებას! - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც მხარდაჭერის ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს, უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე. „საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატები 350 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვაში დაარწმუნა, რათა წასულიყო ომში, რომლის მოგებაც შეუძლებელია. ამ ყველაფერთან ერთად, ზელენსკი აღიარებს, რომ ფულის ნახევარი, რომელიც გავუგზავნეთ, “დაკარგულია”. უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, ძალიან დაბალი მაჩვენებლები აქვს უკრაინულ გამოკითხვებში, და ერთადერთი რაშიც კარგი იყო, იყო ბაიდენით “მანიპულირება”. დიქტატორმა არჩევნების გარეშე, ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თუ არადა ქვეყანა არ დარჩება“, - აღნიშნა ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)