00:55 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 08:48:51, 388 ნახვა

მსოფლიო
ტორონტოს აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, დაშავდა 18 ადამიანი - ვიდეო

კანადაში, ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი ბავშვი და ორი ზრდასრული მძიმედ არიან დაშავებულები.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი დაშვებისას გადაბრუნდა.

ტორონტოს აეროპორტში განაცხადეს, რომ საგანგებო სამსახურები შემთხვევაზე მუშაობენ და დასძინეს, რომ ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დათვლილია.

ადგილობრივი მედია წერს, რომ თვითმფრინავის ავარიულად დაშვების მიზეზი უცნობია, თუმცა შემთხვევა თოვლისა და ძლიერი ქარის დროს მოხდა.

თვითმფრინავში მყოფი 80-ვე ადამიანი ევაკუირებულია.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics