|
2025-02-17 14:00:51, 348 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეაში DeepSeek-ზე წვდომა დროებით შეუძლებელია
ჩინურმა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა DeepSeek-მა, სამხრეთ კორეაში თავისი აპლიკაციის ხელმისაწვდომობა დროებით შეაჩერა, რადგანაც კომპანია ადგილობრივ ხელისუფლებასთან პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხების მოგვარებაზე მუშაობს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა 17 თებერვლას განაცხადეს. სამხრეთ კორეის პერსონალური მონაცემების დაცვის კომისიის ცნობით, DeepSeek-ის აპლიკაცია ამოღებული იქნა App Store-ისა და Google Play-ის სამხრეთ კორეული ვერსიებიდან. კომპანია დათანხმდა, აპლიკაციის თავიდან გაშვებამდე, გაამკაცროს პერსონალური მონაცემების დაცვის ზომები. კომისიის საგამოძიებო განყოფილების დირექტორმა, ნამ სოკმა, სამხრეთ კორეელ მომხმარებლებს ურჩია, წაშალონ აპლიკაცია თავიანთი მოწყობილობებიდან ან თავი შეიკავონ პერსონალური ინფორმაციის შეყვანისგან, სანამ პრობლემები არ მოგვარდება. სამხრეთ კორეის ბევრმა სამთავრობო უწყებამ და კომპანიამ უკვე დაბლოკა DeepSeek თავიანთ ქსელებში ან აკრძალა მისი გამოყენება სამუშაო მიზნებისთვის, იმ შიშით, რომ AI მოდელი მეტისმეტად ბევრ სენსიტიურ მონაცემს აგროვებს. კომისიამ, რომელმაც DeepSeek-ის მომსახურების გადახედვა გასულ თვეში დაიწყო, დაადგინა, რომ კომპანიას მესამე მხარის მონაცემთა გადაცემის საკითხში არ ჰყოფნიდა გამჭვირვალობა და შესაძლოა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პერსონალურ მონაცემებს აგროვებდეს, განაცხადა ნამ სოკმა. კომისიას არ აქვს ზუსტი მონაცემები რამდენი მომხმარებელი ჰყავს DeepSeek-ს სამხრეთ კორეაში. თუმცა, Wiseapp Retail-ის ბოლო ანალიზის მიხედვით, იანვრის მეოთხე კვირაში DeepSeek-ს სამხრეთ კორეაში დაახლოებით 1.2 მილიონი სმარტფონ მომხმარებელი ჰყავდა, რაც მას ChatGPT-ის შემდეგ მეორე ყველაზე პოპულარულ AI მოდელად აქცევს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)