|
2025-02-17 10:33:33, 368 ნახვა
მსოფლიო
ორმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია
მოლდოვის საჰაერო სივრცე კიდევ ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია გამოცემის ცნობით, მოლდოვის მთავრობის პრესსპიკერმა, დანიელ ვოდამ დრონების წარმომავლობა არ დააკონკრეტა, თუმცა განაცხადა, რომ საჰაერო სივრცის დარღვევა კვირას, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, ღამის 23:00 საათზე მოხდა. ეს დრო ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც უკრაინამ განაცხადა, რომ ოდესის რეგიონი რუსეთის თავდასხმის ქვეშ იმყოფებოდა. დანიელ ვოდას ინფორმაციით, ორივე დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე ქალაქ ტარაკლიასთან ახლოს დატოვა. შეგახსენებთ, 13 თებერვლის ღამეს უკრაინის რეგიონებზე რუსეთის მასიური თავდასხმის დროს მოლდოვის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია. ამასთან დაკავშირებით, მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პროტესტის გამოხატვის მიზნით, რუსეთის ელჩი, ოლეგ ოზეროვი უწყებაში დაიბარა და გამოაცხადა, რომ კიშინიოვში მდებარე რუსული კულტურის ცენტრს დახურავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)