00:31 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-15 12:40:05, 408 ნახვა

მსოფლიო
კაია კალასი ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოვიდა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოვიდა, სადაც აშშ-სთან ურთიერთობებსა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, კაია კალასმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მას შემდეგ მოიწვია, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა ვლადიმირ პუტინს.

“შეხვედრის მიზანი იქნება ინფორმაციის გაზიარება და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და უკრაინასთან უახლესი კონტაქტების შეჯამება“, – აცხადებს კაია კალასი.

„როიტერის“ ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 16 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics