00:18 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 09:03:01, 358 ნახვა

მსოფლიო
რუსტემ უმეროვი - უკრაინას სურს იყოს ნატო-ს წევრი ქვეყანა და გახდება კიდეც

ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უკრაინის პოზიცია არ იცვლება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ამერიკელი კოლეგის, პიტ ჰეგსტერის განცხადებას უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„უკრაინის პოზიცია უცვლელია - უკრაინას სურს იყოს ნატო-ს წევრი ქვეყანა და გახდება ასეთი ქვეყანა“, - განუცხადა უმეროვმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, „რამშტაინის“ ფორმატში გამართული უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, უკრაინა ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.

„ვინარჩუნებთ თავდაცვისუნარიანობას და შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები და ნებისმიერ დასკვნებს ჩვენს ხალხთან ერთად ვაკეთებთ“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებით მიღწეული შეთანხმების რეალურ შედეგად არ მიაჩნია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics