|
2025-02-07 09:34:41, 403 ნახვა
მსოფლიო
სიკორსკი - მინდა არა ის, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებში მონაწილეობდეს, არამედ ის, რომ ის უკრაინიდან გავიდეს
მინდა არა ის, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებში მონაწილეობდეს, არამედ ის, რომ ის უკრაინიდან გავიდეს. მას შეუძლია ეს ხუთ წუთში გააკეთოს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. მას სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვაზე პუტინის მზადყოფნაზე. „მინდა არა ის, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებში მონაწილეობდეს, არამედ ის, რომ ის უკრაინიდან გავიდეს. თუ ამას არ გააკეთებს, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგება. მას არაფერი ესაქმება გაეროს სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე", - აღნიშნა სიკორსკიმ. მისი თქმით, აწუხებს რუსული რეჟიმის ბუნება და პუტინის კონტროლი რუსეთზე. "ამ პირობებში, პუტინმა, შეიძლება, ცუდი ომი ამჯობინოს კარგ მშვიდობას. რადგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ომი გაგრძელდება, ის თავს მნიშვნელოვნად იგრძნობს. ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ბუნება, რომელიც ომებს იწყებს", - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)