13:03 - 21 May, 2026
|
2021-10-02 18:31:41, 1483 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკის მრჩეველი - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და საქართველოდან უნდა წამოვიყვანოთ
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინამ საქართველოდან უნდა წამოიყვანოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, ზელენსკის სააკაშვილის საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი. "ჩვენ ახლა საქართველოს ხელისუფლებასთან გვაქვს მჭიდრო კონტაქტი, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მიმდინარეობს კონსულტაციები. პრეზიდენტ ზელენსკის სააკაშვილის საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენი მოქალაქე უნდა გამოვიხსნათ", - განაცხადა პოდოლიაკმა. მანამდე სააკაშვილს დახმარება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღუთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)