17:48 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ჯანელიძე: მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხურჩაში მომხდარ საზარელ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება მოხდეს

"მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხურჩაში მომხდარ საზარელ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება მოხდეს" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

ლაჰიუ ე.წ. კაბელების საქმეზე: ჩვენი კითხვები კანონებს ეხება, რომელიც არა პროკურატურის, არამედ პარლამენტის საქმეა

ყველაზე მეტი კითხვა, რაც ჩვენ გვაქვს, კანონებს ეხება, რომელიც არა პროკურატურის, არამედ პარლამენტის საქმეა, - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ პროკურატურაში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

 

მარგველაშვილი: ე.წ. კაბელების საქმის მიმდინარეობას განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდები

ე.წ. კაბელების საქმეზე  არასოდეს არანაირი პოზიცია არ გამომიხატავს, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობას პატივს ვცემ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მაგველაშვილმა ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში განცახადა.

 

დავით ნარმანია: მოვედი, რომ დავასრულო შოუ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგამს

მოვედი, რათა წერტილი დავუსვა თბილისის მერიის მიმართ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს, სიცრუეს და დავასრულო ის შოუ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგამს ,- ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

 

ნარმანია: გპირდებით, ხვალ საკრებულოში ძალიან საინტერესო მოხსენება იქნება

„გპირდებით, ხვალ საკრებულოში ძალიან საინტერესო  მოხსენება იქნება“,- ასე უპასუხა დედაქალის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ის მზად, ყველა კითხვას უპასუხოს, რომელიც მის მიმართ ბოლო პერიოდში ისმის.

 

გიორგაძე: აუდიტი დადებს დასკვნას და ვვარაუდობ, ბევრი ადამიანი თავს უხერხულად იგრძნობს
გიორგი პაპუაშვილი: სანამ წავალ, რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე გადაწყვეტილებას მივიღებთ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, ყველა იმ   საქმეზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზეა გამოსული განსახილველად, სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

პაპუაშვილი: ვიმედოვნებ, რაიმე ბერკეტს გამოიყენებენ, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობას აზრი არ დაეკარგოს

"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებები  არის საკონსტიტუციო რეფორმის შემაკავებელი,  მავნებლური და ცუდი, რომლის მიზანია, საკონსტიტუციო  სასამართლოს დასჯა",-ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოს  თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა  განუცხადა.

 

კვირიკაშვილი: მომავალი წლიდან დაგეგმილი რეფორმების შედეგად, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან დაჩქარებას მივიღებთ
ტყემალაძე ბურჭულაძეზე: ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოვიდოდა?!

აქამდე ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში  მოვიდოდა?! ,- ასე ეხმაურება პაატა ბურჭულაძის განცხადებას პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე.

 

გოგი თოფაძე: ჩემს მძღოლს უფრო მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე აკადემიკოსს

„ჩემს პარლამენტის მძღოლს უფრო მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე აკადემიკოსს, რეალურად თუ დავთვლით, ასე გამოდის.  გული მწყდება, რომ ჩვენი აკადემია ამ დღეშია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძემ  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის“ შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

 

პრეზიდენტი: თითქოს ეს პრობლემაა და ქორწინების სახლთან ერთსქესიანთა წყვილების რიგებია
დავით ასათიანი: გარდა პროფესიული საადვოკატო საქმიანობისა, ოფშორულ კომპანიებთან არაფერი მაკავშირებს

ადვოკატი დავით ასათიანი, Panama Papers-ის სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

 

ლუკა კურტანიძე: თუ სპორტის აკვანი სადმე ირწევა, ესაა გორი და იქ სპორტული კომპლექსი უნდა აშენდეს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და ახალგაზრდულს საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე, დეპუტეტბმა  გორში სპორტული კომპლექსის აშენების აუცილებლობაზე ისაუბრეს.  

 

ელისაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილმა დააბრუნოს ტერიტორია, რომელიც მაქინაციურად ჩაიგდო ხელში

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილმა დააბრუნოს ტერიტორია, რომელიც მაქინაციურად ჩაიგდო ხელში, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ხიდაშელი: პირადად რომ დამჭირდეს ჩასვლა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ჩავალ და ჩვენი სამხედროების სიმართლეს დავამტკიცებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics