26 მაისის საზეიმო ღონისძიება 12 საათზე თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნება,- ამის შესახებ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომელიც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გერმანიის ბრანდენბურგის რეგიონის დელეგაციას შეხვდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, დღეს ხელისუფლებაში ელიტური კორუფცია არ არის.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, ტყის, გარემოს და წყლის მართვის ფედერალურ სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოაწერეს ხელი.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა.
„ახლა არ არის საუკეთესო დრო გადაბრალებებისთვის და დაპირისპირებებისთვის“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ლარის კურსის გაუფასურებისა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის როლის საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More