21:20 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 13:54:15, 2329 ნახვა

პოლიტიკა
კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი ჯარისკაცების საქართველოში განლაგების ინიციატივაზე: ეს რუსეთის შეკავებასაც ეხება

Heritage Foundation-ის მკვლევარი, ანალიტიკოსი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი ჯარისკაცების საქართველოში განლაგების საკითხზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. 

ანალიტიკოსი ახალი განცხადებით იმ მოსაზრებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მისმა ინიციატივამ საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა შესაძლოა, დაძაბოს. კოფი აცხადებს, რომ ამ მოსაზრების ავტორები საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს არ იცნობენ.

"რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი (ჯარების გადაყვანა ახალქალაქში) ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ განხილული არ არის. ბევრი ამბობს, „როგორ მოგვარდება ლოჯისტიკის ამბავი“? ეს მხოლოდ 750 კილომეტრია. ვფიქრობ, ამერიკის სამხედრო ძალებს ამის დაძლევა შეუძლიათ. მათ, ვინც ამბობს, „როგორ იქნება საქმე თურქეთთან?“, არ ესმით თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა. დიახ, ეს რუსეთის შეკავებასაც ეხება", - წერს ანალიტიკოსი Twitter-ის საკუთარ გვერდზე. 

ცნობისთვის, ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების ახალქალაქში განთავსების ინიციატივით გამოდის

 

 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics