21:21 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-22 19:20:28, 322 ნახვა

საზოგადოება
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"

არის მოძრაობები, რომლებიც მხოლოდ სცენისთვის არ იქმნება.

ისინი მთაში იბადებიან, ზღვის ნაპირზე გრძელდებიან, შრომაში, ზეიმში, ყოველდღიურობაში ყალიბდებიან და შემდეგ სცენაზე გადადიან. ამიტომაც, როდესაც სუხიშვილები ცეკვავენ, მაყურებელი მხოლოდ ქორეოგრაფიას არ უყურებს - ის ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და იდენტობას ხედავს.

სწორედ ამ იდეას ეფუძნება სუხიშვილების ახალი ვიდეო, "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება," რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და სააგენტო JOYBOY-ის შემოქმედებითი კონცეფციით შეიქმნა. ვიდეო კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართული ცეკვის თითოეული მოძრაობის უკან კონკრეტული ამბავი, ადგილი და ადამიანები დგანან.

მთავარი სცენა ყოველთვის სამშობლოა

ვიდეოს კონცეფციის შექმნისას სააგენტო JOYBOY-ისთვის მთავარი ამოცანა მხოლოდ ახალი ვიზუალური ნარატივის პოვნა არ ყოფილა. მათი მიზანი იყო, სუხიშვილები იმ ადგილებს დაბრუნებოდნენ, სადაც ქართული ცეკვის ფესვებია.

"სუხიშვილების ნებისმიერი კომუნიკაცია ქართული იდენტობის გადმოცემას ემსახურება. ამჯერად გვინდოდა, ანსამბლი დაგვებრუნებინა რეგიონებისთვის - იმ კუთხეებისთვის, საიდანაც დაიბადა ქართული ცეკვების მრავალფეროვნება, თავად მოცეკვავეები და მთლიანად ანსამბლიც. მიუხედავად იმისა, რომ სუხიშვილებს მსოფლიოს არაერთ სცენაზე უცეკვიათ, მთავარი სცენა ყოველთვის საკუთარი ხალხისა და საკუთარი მიწის წინაშეა," - ამბობენ JOYBOY-ში.

ამ იდეიდან დაიბადა მარშრუტიც, რომელმაც მაყურებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამოგზაურა - მთებიდან ზღვამდე, ჩანჩქერებიდან ძველ სანატორიუმებამდე.

კამერა, რომელიც მხოლოდ აკვირდება

ვიდეოს ყურებისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოძრაობა არასდროს წყდება. ლოკაციები იცვლება, თუმცა რიტმი უწყვეტად გრძელდება.

ამ ეფექტის მიღწევა მარტივი არ ყოფილა.

ვიდეოს რეჟისორის, გიორგი მეშველიანის თქმით, გადაღების პროცესში ბევრი გადაწყვეტილება ადგილზე, ექსპერიმენტების შედეგად მიიღეს.

"ლოგისტიკური სირთულეების გამო გადაღების პროცესი ნაწილობრივ იმპროვიზებული იყო. რამდენიმე ცდის შემდეგ მივხვდით, რომ კამერა ძირითადად სტატიკური უნდა დარჩენილიყო, ხოლო დინამიკა თავად მოცეკვავეებსა და პერსონაჟებს შეექმნათ. საბოლოოდ სწორედ ამან შეინარჩუნა ვიდეოს ვიზუალური მთლიანობა და თავიდან აგვარიდა ქაოსი."

ამავე პრინციპმა განსაზღვრა კამერის როლიც.

"სუხიშვილებს ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზი ბუნებრივად აქვთ. ჩვენი მიზანი მხოლოდ მისი დაფიქსირება იყო. ამიტომ კამერა მაყურებლის როლში რჩება - არ ერევა, არ ცდილობს ყურადღების გადატანას, უბრალოდ აკვირდება უწყვეტ მოძრაობას." - აღნიშნავს გიორგი მეშველიანი.

საქართველო - როგორც ერთი დიდი სცენა

ვიდეოში თითოეული ლოკაცია განსხვავებულია, თუმცა ერთმანეთთან საერთო ემოციით არის დაკავშირებული.

გიორგი მეშველიანისთვის მთავარი კრიტერიუმი სწორედ საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მრავალფეროვნების ჩვენება იყო.

"ამოსავალი წერტილი ლანდშაფტის მრავალფეროვნება იყო. საქართველოს არც ერთი კუთხე არ ფლობს ამ მრავალფეროვნებას ექსკლუზიურად - ეს მთელი ქვეყნის საერთო მემკვიდრეობაა. ამიტომ მარშრუტიც ისე დაიგეგმა, რომ მაქსიმალურად ეჩვენებინა საქართველო - მთები, ზღვა, ჩანჩქერები, ძველი სანატორიუმები და სრულიად განსხვავებული გარემოები." - აღნიშნავს ის.

როცა ისტორია თანამედროვე ენაზე ლაპარაკობს

სუხიშვილების 80-წლიანი ისტორიის თანამედროვე ვიზუალურ ფორმაში გადმოტანა ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემოქმედებითი გამოწვევა იყო.

JOYBOY-ში ამბობენ, რომ ასეთ დროს ყველაზე რთული არჩევანია - რა უნდა მოჰყვე და რა დატოვო კადრს მიღმა.

"ყველაფერი მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოსაყოლია და არაფერი უნდა დაიკარგოს. ამიტომ გიწევს საუკეთესო დეტალების შერჩევა, მუდმივი ფიქრი და დახვეწა. ამ პროცესში აქტიურად ვმუშაობდით ანსამბლთან, ვუსმენდით მათ ისტორიებს, ვატარებდით ინტერვიუებს. საბოლოოდ, თითქოს ცოტა ხნით თავადაც სუხიშვილი ხდები, თუმცა ამავდროულად მაყურებლის თვალსაც ინარჩუნებ. სწორედ ამ ორ ხედვას შორის იბადება სწორი ბალანსი."

მოძრაობა, რომელიც არ ჩერდება

საქართველოს ბანკისთვის, რომელიც უკვე მრავალი წელია სუხიშვილების გენერალური სპონსორია, ეს პარტნიორობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება. სუხიშვილების უწყვეტი მოძრაობა, მუდმივი განახლება და ტრადიციის თანამედროვე ფორმით გაგრძელება ბუნებრივად ეხმიანება საქართველოს ბანკის არ გაჩერების ტრადიციას - მიდგომას, რომელიც განვითარებას, ინოვაციასა და მუდმივ წინსვლას ეფუძნება. სწორედ ამ საერთო ხედვის გაგრძელებაა ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება," რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მოძრაობა მაშინაც გრძელდება, როცა ფესვებს არ კარგავ. 

"სუხიშვილების ცეკვა საქართველოს თითოეული კუთხის უნიკალურ ხასიათს ინახავს და მოძრაობად ქცეულ ტრადიციას მსოფლიოს აცნობს. სწორედ ამიტომ, სუხიშვილები საქართველოს შემოქმედებაა, რომელიც არ ჩერდება. საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ მემკვიდრეობის მხარდაჭერას, რომელიც ქართულ იდენტობას აძლიერებს, მომავალ თაობებს შთააგონებს და ტრადიციას განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. სწორედ ამ საერთო ღირებულებებს ეფუძნება ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობა." - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

სუხიშვილების რეპერტუარში თითოეული დადგმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხასიათს ინახავს - იქნება ეს "შეჯიბრი," "სვანური," "ხევსურული," "ჯუთა," "ცდო," "ნანილა" თუ "ჯარა." თითოეული მათგანი კონკრეტული ისტორიის, ტრადიციისა და ადამიანების გამოცდილების გაგრძელებაა.

სწორედ ამ იდეის გაგრძელებაა საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი ვიდეოც, რომელიც გვახსენებს, რომ ქართული ცეკვის თითოეული მოძრაობის უკან კონკრეტული ამბავი, განცდა და გამოცდილება დგას. 

შედეგად შეიქმნა ნამუშევარი, რომელიც მხოლოდ სარეკლამო ვიდეო არ არის. ის გვახსენებს, რომ მოძრაობა, რომელმაც ათწლეულების წინ საქართველოს სოფლებში, მთებსა და ეზოებში დაიწყო, დღესაც გრძელდება - იმავე ენერგიით, იმავე ავთენტურობით და იმავე სურვილით, საკუთარი კულტურა მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააცნოს.

და სწორედ ამიტომ, სადაც არ უნდა იცეკვონ სუხიშვილებმა, მათი მთავარი სცენა ყოველთვის საქართველოა.

მეტისთვის ნახეთ ვიდეო.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics