|
2019-10-22 17:34:48, 2577 ნახვა
პოლიტიკა
„შენ, ბიჭო, შ*გ ხომ არ გაქვს? - რა დაგემართება, მაგას განახებ“ - გოგიჩაიშვილი და ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია, დამოუკიდებელ დეპუტატს ლევან გოგიჩაიშვილს დაუპირისპირდა. დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ითხოვეს ნებართვა, რომ გიორგი მიქაუტაძისთვის კითხვა ვატო შაქარაშვილს დაესვა. ამის საპასუხოდ კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს უთხრა, რომ არსებობს პარლამენტის მიერ შემუშავებული წესები, რომლის მიხედვითაც მოქალაქემ წერილობით უნდა მიმართოსდა თავმჯდომარე შეკითხვას გაახმოვანებს. "აქ რომ ეს [მიქაუტაძე] ზის, არის შენი სირცხვილი. ამ ზონდერს საშუალება რომ მიეცით, აქ იჯდეს," - მიმართა გოგოჩაიშვილმა ბერაის, რასაც უკანასკნელის გაღიზიანება მოჰყვა. "მე არაფრის მცხვენია, წესიერად ილაპარაკე", - უპასუხა ბერაიამ გოგიჩაიშვილს, რის შემდეგაც გოგიჩაიშვილმა ბერაიას "ჩირგვებში დამალული ადამიანი" უწოდა. საბოლოოდ ბერაიამ გოგიჩაიშვილის მისამართით უცენზურო ლექსიკა გამოიყენა. „შენ, ბიჭო, შ*გ ხომ არ გაქვს? „მაგ სიტყვების გამო რა დაგემართება, მაგას განახებ. რამის თავი მაინც გქონდეს", - მიმართა გოგიჩაიშვილმა ირაკლი ბერაიას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)