|
2019-10-21 13:32:43, 2508 ნახვა
პოლიტიკა
ოქრუაშვილი: საპროცესო გარიგებას არ დავთანხმდები - ეს პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიე.წ. მატროსოვის ციხიდან წერილს ავრცელებს. ოქრუაშვილის განცხადებით, იგი საპროცესო გარიგებაზე უარს ამბობს და ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ თვითმკვლელობას უწოდებს. „ჩემთან მიმართებაში ივანიშვილს აქვს სამი არჩევანი თუ როგორ უნდა გამოძვრეს იმ ხაფანგიდან, რომელშიც თავისი უჭკუობით აღმოჩნდა: პირველი - მისმა ჯიბმა სასამართლომ გამამართლოს ყველა იმ ბრალდებაში, რომელიც მისი და მისი მრჩეველების თავში მოიხარშა; მეორე - გამომიშვას გირაოთი და საქმე თაროზე შემოდოს; მესამე - მომისაჯოს მაქსიმუმი - 9 წელი. არანაირი მეოთხე და საპროცესო შეთანხმება არ არსებობს. საპროცესო გარიგება ნიშნავს ბრალის აღიარებას და ჩემი მხრიდან ამაზე დათანხმება იქნება ყველა იმ ადამიანის შეურაცყოფა, ვინც ივანიშვილის მიერ გავრილოვის ჩამოყვანით რუსებთან ფლირტს აპროტესტებდა 20 ივნისს რუსთაველზე. ასევე იმ ადამიანების შეურაცხყოფა, ვინც ივანიშვილმა და გახარიამ იმ ღამეს დაასახიჩრეს და ციხეში გამოკეტეს. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ ეს იქნება საკუთარი თავის შეურაცხყოფა და პოლიტიკური თვითმკვლელობა“, - აღნიშნავს ირაკლი ოქრუაშვილი. ყოფილი მინისტრის წერილს "მთავარი არხი" ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით, 25 ივლისს დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)