|
2019-10-20 19:46:34, 2327 ნახვა
პოლიტიკა
დედაენის ბაღში სადაც გირჩი კანაფის აქსესუარებს ყიდიდა ძალადობრივი ჯგუფები მივიდნენ - ვიდეო
ფლი-მარკეტზე რომელიც დედაენის ბაღში იმართება, სადაც წარმოდგენილია კანაფთან დაკავშირებული პროდუქტები მმკ და სხვა ძალადობრივი ჯგუფები მივარდნენ. შელაპარაკება მართლმადიდებელ მშობელთა კვავშირის წევრებსა და გირჩის წარმომადგენლებს შორის მოხდა. კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე პარტიის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს დაემუქრა: "ძვლებში ხართ დასამტვრევი". პასუხად ჯაფარიძემ მას უთხრა — "სცადე", თუმცა აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ "ამის დროც მოვა". "მოვიდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან და კონკრეტულად რამდენიმე ადამიანს ეუბნებიან, რომ არ აქვთ ვაჭრობის ნებართვა. აქციის მიზანი იყო ადამიანებისთვის გვეჩვენებინა, რომ ვარსებობთ, ბიზნესები გვაქვს და ამ პროდუქტზე მოთხოვნა არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნაში ადამიანები მოიხმარენ მცენარე კანაფს,“ - განმარტა პოლიტიკური მოძრაობა ”გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)