19:38 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 13:06:43, 3119 ნახვა

კომენტარი
თურნავა: მაქსიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ - მივცეთ უფლება გაზგამანაწილებელს, მოწყობილობები შეამოწმოს

„ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა და წესები, მაგრამ თუ მოსახლეობა არ გვეთანამშრომლა, ასეთი შემთხვევების პრევენცია რთული იქნება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, გურამიშვილზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და გაზგამანაწილებელ კომპანიებს მოწყობილობების შემოწმების უფლება მისცენ.

„მთლიანობაში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა და წესები, გაზგამანაწილებელი კომპანიები აკეთებენ გეგმიურ შემოვლას და ამოწმებენ ქალაქებში და სოფლად მოსახლეობას, ყველგან სადაც არის გაზის მოწყობილობები. ხდება ჩაჭრა, ისეთი გაზის მოწყობილობების, რომლებიც არის წესების დარღვევით დამონტაჟებული. თუ მოსახლეობა არ გვეთანამშრომლა და გაგებით არ მოეკიდა, რთული იქნება ასეთი შემთხვევების პრევენცია.

მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, დადგა უკვე გათბობის სეზონი და მაქსიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ. აუცილებლად მივცეთ უფლება გაზგამანაწილებელ კომპანიებს შემოვიდნენ, შეამოწმონ ეს მოწყობილობები, თუ აუცილებელი გახდა გამორთვა და თუ მიიღეს რეკომენდაცია, რომ შეცვალონ, არ მიააერთონ თვითნებურად, იმიტომ რომ აქ საუბარი არის თითოეულის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მათ არც საკუთარ თავს უნდა შეუქმნან საქმე და არც მეზობლებს.

ჩვენ გამკაცრების თვალსაზრისით სავალდებულო წესით შემოგვაქვს დეტექტორების დამონტაჟება და ეს შეეხება, როგორც ახალ მშენებლობებს, ასევე არსებულ ძველ შენობებსაც. ყველგან უნდა არსებობდეს გაზის დეტექტორი, რომელიც შეგვატყობინებს, რომ ჰაერში არის გაზის ზედმეტი რაოდენობა და დაგვიცავს.“-განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics