|
2026-06-25 16:55:54, 2653 ნახვა
საზოგადოება
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, გაერთიანებული მსოფლიო სკოლების (UWC) ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. პროგრამა 15-17 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა. პროგრამაზე მიღება პირველ აგვისტოს დაიწყება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. ინფორმაციისთვის, გაერთიანებული მსოფლიო სკოლები (UWC) წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო მოძრაობას ახალგაზრდებისთვის, რომლის მიზანია, განათლება გამოიყენოს როგორც ძალა სხვადასხვა ერისა და კულტურის დასაახლოებლად და ამ გზით შეუწყოს ხელი მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის შექმნას. UWC მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის 18 საერთაშორისო სკოლასა და კოლეჯს აერთიანებს. პროგრამის ფარგლებში სწავლება მიმდინარეობს 17 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის − კანადაში, აშშ-ში, ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდში, გერმანიასა და იტალიაში. საქართველოს ბანკმა UWC Georgia-სთან თანამშრომლობა 2025 წელს დაიწყო და უკვე გამოავლინა 2 სტიპენდიატი. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართველ მოსწავლეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, დაეუფლონ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამას და იცხოვრონ მულტიკულტურულ გარემოში თანატოლებთან ერთად. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. მოსწავლეებისთვის შექმნილი სასტიპენდიო პროგრამის შესახებ, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე: georgia@uwcnc.org
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)