|
2019-10-17 13:26:29, 2520 ნახვა
პოლიტიკა
„როდესაც მივდიოდი გამოცდაზე, მეგონა, კარგ ნიშანს მივიღებდი და ასეც იყო“ - წულუკიანი 2020-ში „ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებულია
"როდესაც მივდიოდი გამოცდაზე, ყოველთვის მეგონა, რომ მივიღებდი კარგ ნიშანს და ასეც ხდებოდა", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც მინისტრი ამბობს, ის დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს. „მე როდესაც მივდიოდი გამოცდაზე, ყოველთვის მეგონა, რომ მივიღებდი კარგ ნიშანს და ისე ხდებოდა, რომ მართლაც კარგ ნიშანს ვღებულობდი ხოლმე. არჩევნებშიც ასე ვარ. მგონია, რომ გაისადაც ღირსეულად წარვდგებით ჩვენი მოქალაქეების წინაშე და მათთან ერთად შევაჯამებთ იმ 8 წლიან საქმიანობას, რომელიც ოკუპაციისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე სირთულეებით სავსე იყო. ჩვენ ერთად დავგეგმავთ თუ რას გავაკეთებთ მომავალში. ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ მომავალი წელი „ქართული ოცნების“-თვის კიდევ ერთი გამარჯვების წელი იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)