20:19 - 22 Jul, 2026
|
2019-10-15 15:38:33, 1625 ნახვა
პოლიტიკა
დუმის სპიკერი: ვურჩევ საქართველოს პრეზიდენტს რუსეთს ბოდიში მოუხადოს
დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთსა და რუს ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. ვოლოდინის განმარტებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენაზე საუარი, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. „რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტისგან სწორი იქნება რაც შეიძლება მალე მოიხადოს ბოდიში. ძლიერი ადამიანები ყოველთვის ასე იქცევიან - თუ დაუშვი შეცდომა ან გადადგი წინდაუხედავი ნაბიჯი, ბოდიში უნდა მოიხადო“, - განაცხადა ვოლოდინმა. მისივე თქმით, საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას მოსკოვი იმ დრომდე არ მიიჩნევს სწორად, სანამ თბილისი "საპასუხო სწორ ნაბიჯებს არ გადადგამს".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)