|
2015-01-23 12:16:58, 1204 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ ყოლბაია: ანექსია არასდროს არავის გასვლია და არც ახლა იქნება დადებითი შედეგის მომტანი
აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციები გრძელდება. გიორგი მარგველაშვილი ამწუთებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევს ხვდება. როგორც ვახტანგ ყოლბაიამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის მხარეზე ზეწოლა პარტნიორების მეშვეობით უნდა მოახდინონ და უთხრან, რომ "ანექსია არავის გასვლია და არც ამ შემთხვევაში იქნება დადებითი შედეგის მომტანი" "რა თქმა უნდა, თემა ძალიან რთულია, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა დღეს რუსეთის დუმაში მიმდინარეობს ე.წ. მემორანდუმზე ხელმოწერის პროცედურა, ცერემონიალი, რასაც ჩვენ ველოდებოდით, ამაში ახალი არაფერია. ე.წ. პროცედურა გრძელდება. მთავარია, ჩვენ აქ არ ავიყვანოთ იმ რანგში, რომ მოვექცეთ რაღაც ისტერიაში. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ისე, როგორც ამას ვაკეთებდით, ძალიან ფრთხილად, ფაქიზად, მშვიდად, რამეთუ ჩვენ ძირითადი ძალა უნდა გვეგულებოდეს დასავლეთში, ჩვენი პარტნიორების მეშვეობით ისევ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთის მხარეზე და კიდევ ერთხელ, როგორც იტყვიან ხოლმე, მათ ვუთხრათ, რომ ასეთი რამის გაკეთება, რასაც ანექსია ჰქვია, არასდროს არავის გასვლია და არც ამ შემთხვევაში იქნება დადებითი შედეგის მომტანი",-განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. შეხვედრაში ვახტანგ ყოლბაიასა და დიმიტრი სანაკოევის გარდა, შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ: "კავკასიური დიალოგი", სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი, "კავკასიური სახლი", სახალხო დამცველის ოფისი, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტი, ერგნეთის ცენტრი, გორის საინფორმაციო ცენტრი, "თანხმობა"
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
კალაძე ოპოზიციაზე: თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)