|
2026-05-18 14:16:20, 3756 ნახვა
საზოგადოება
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
ორგანიზაცია ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთვოვან დისტროფიას ამ სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ, რახან შსს არ აძლევთ მათ ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის ჩატარების უფლებას, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს 19 საათზე მოაწყობენ ერთკაციან აქციას. "მოგესალმებით, ისევე, როგორც ყოველ ორშაბათს, დღეს 17:00 -დან მხარდამჭერებთან ერთად შევიკრიბებით მთავრობის ადმინისტრაციის წინ და ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ვითხოვთ წამალს ჩვენი ბავშვების გადასარჩენად. ხელისუფლების უმოქმედობის ყოველი დღე უდროს დაკარგულ სიცოცხლეს. ასევე, ვაგრძელებთ უწყვეტ აქციებს მთავრობის ადმინისტრაციის წინ და დიუშენის მარშს ყოველ კვირა დღეს. ასევე, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობითი მითითებით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრების ჩატარება აგვეკრძალა, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 19:00 ზე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სოლოლაკში ჩავატარებთ ერთკაციან აქციას, რომელიც კანონის თანახმად არ წარმოადგენს შეკრებას და, შესაბამისად, არ ექცევა შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითების ქვეშ. მადლობას გიხდით ყველა ჩვენ მხარდამჭერს გვერდში დგომისა და დახმარებისთვის!" - წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, წამლების მოთხოვნით, 26 ღამეა კანცელარიის წინ ათენებენ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)