10:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-21 18:00:45, 1793 ნახვა

სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარი ფაქტების გამო მომჩივნების უფლების დარღვევა დაადგინა

2019 წლის 17 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ ორი ახალი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

ევროსასამართლომ საქმეზე − „კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ“  − წამების აკრძალვის, ხოლო საქმეზე − „ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ“ − საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა.
საქმე „კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ეხებოდა 2008 წლის 2 სექტემბერს მომჩივნის დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და შემდგომში ამ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას. 

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პოლიციელების მიერ ძალის გამოყენების გადამეტების შედეგად მომჩივანმა მიიღო დაზიანებები, რაც უტოლდებოდა არაადამიანურ მოპყრობას. ფაქტზე არ ჩატარებულა სრულყოფილი, ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება. 

ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, სტრასბურგის სასამართლომ წამების აკრძალვის (მე-3 მუხლი) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა. 

რაც შეეხება საქმეს − „ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ“, მომჩივანი აცხადებდა, რომ 2007-2009 წლებში საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებმა უარი განაცხადეს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვაზე, რომლებსაც შეეძლოთ მისი უდანაშაულობის დადასტურება.

საქმეზე ევროპულმა სასამართლომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის „d“ ქვეპუნქტი) დარღვევა დაადგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, მომჩივანს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, შიდა სასამართლოების წინაშე წარედგინა მტკიცებულება (მოწმეთა დაკითხვის სახით), რასაც მისი უდანაშაულობის დამტკიცება შეეძლო. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics