|
2026-06-30 09:46:42, 882 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ხანძარია მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში, უკრაინული დრონების შეტევის ფონზე. ორი კვირის წინ უკრაინელებმა ამ დასახკრბაში მდებარე სტრატეგიული ობიექტი- კოსმოსური კავშირის ცენტრი დაბომბეს. მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ ეგორიევსკში დრონის ჩამოვარდნის შედეგად კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ნანგრევების ქვეშ ადამიანები მოყვნენ. მან დასძინა, რომ ექვსი თვის ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ორი ზრდასრული და კიდევ ერთი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან რუსეთის კრასნოდარის ოლქის ნოვოროსიისკის საზღვაო პორტის რაიონში განხორციელდა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა—— ადგილობრივები იტყობინებოდნენ აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის მუშაობის აქტიური შესახებ. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ექვსი დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადა . ამით დილის 4 საათიდან ჩამოგდებული დრონების რაოდენობა 56-მდე გაიზარდა. შეზღუდვები დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში კვლავ ძალაშია. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საღამოს 8 საათიდან დილის 7 საათამდე საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბელგოროდის, ბრიანსკის, ვლადიმირის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ორიოლის, რიაზანის, ლიპეცკის, როსტოვის, სარატოვის, სმოლენსკის, ტამბოვის, ტვერის, ტულის, მოსკოვის, კრასნოდარის მხარისა და ანექსირებული ყირიმის რეგიონების თავზე 419 უკრაინული დრონი გაანადგურეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)