13:20 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-04 14:03:40, 1473 ნახვა

კომენტარი
ბესელია - იურიდიული კომიტეტი პოლიგონად გადააქცია პატარა ჯგუფმა, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატებს ლობირებს

იურიდიული კომიტეტი ბრძოლის პოლიგონად გადააქცია იმ პატარა ჯგუფმა, რომელსაც აქვს ღია ინტერესი და ლობირებს მოსამართლეთა უზენაეს სასამართლოში დასანიშნ კანდიდატთა სიას, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებით პრუცედურა დაირღვა.

„პროცედურა დაირღვა, როდესაც თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულია ადამიანი,  თავმჯდომარის მოვალეობა უნდა შეასრულოს და ამ დროს ფრაქცია გაიწვევს. ეს პირდაპირ ნიშნავს კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულებაში ხელის შეშლას. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური სისუსტე. სხვაგვარად ამ პატარა ჯგუფმა ვერ მოახერხა, რომ კომიტეტში თავისი ინტერესები გაეტარებინა. სამწუხაროა, რომ ახლა უკვე შემდეგი ეტაპი წამოიწყეს, რადგან მოსამართლეთა დასანიშნი კანდიდატების, უზენაეს სასამართლოში ასარჩევი პირების ახალი სია უნდა წარედგინოს პარლამენტს. როგორც ჩანს, ამ პატარა ჯგუფს სჭირდება, რომ იურიდიულ კომიტეტში არ იყოს ბარიერი, არ შეხვდეს მათ წინაღობა, რაც შეხვდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ჩემი გადაწყვეტილებით, დეკემბრის ბოლოს არ ჩაინიშნა ამ სიის განსახილველად კომიტეტის სხდომა “, – განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics