|
2018-12-15 19:29:14, 1251 ნახვა
საზოგადოება
ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია
ცოტა ხნის წინ საქართველოს ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი იაროსლავ კუბერა ეწვია. ჩეხ სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დახვდა, რა დროსაც გაიმართა მათი ხანმოკლე საუბარი.მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა იაროსლავ კუბერას ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლისთვის. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, როგორც ქვეყნის ევროპული, ისე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. საყურადღებოა, რომ საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავზე ჩეხეთის საგარეო უწყებამ გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება, სადაც დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)