17:46 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 12:33:24, 1780 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 16 ივლისს, ქ.თბილისში, ოჯახში ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლ.მ-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს - მ.ს-ს მისივე საცხოვრებელ ბინაში, სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი.

„სამართალდამცველებმა დ.ნ. 2018 წლის 19 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 126'-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით,  სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,  - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics