|
2026-06-29 17:19:32, 2583 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
კარგად იცოდეთ, არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც მე რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს - ჩემზე არ იდარდოთ, საერთოდ არ მადარდებს რას გადაწყვეტენ , - ამ მიმართვას საპატიმრო დაწესებულებიდან “დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ავრცელებს. “პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა, გითხრათ ასეთი მხარდაჭერისთვის. მორიდებულადაც კი ვგრძნობ თავს - რაღაცნაირად მრცხვენია, რომ ასე შეწუხდით. დღეს სამინისტროსთან რომ იყო შეკრება, ქალბატონი ლანა ღოღობერიძე დავინახე. მთლად დავიწვი სირცხვილით. ძალიან მერიდება, რომ ადამიანები ელემენტარულ საკითხზე ასე წუხდებიან. მინდა, გითხრათ და ყველამ ძალიან კარგად იცოდეთ, რომ არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც მე რომელიმე “ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს. ძალიან ძლიერად ვარ. აუტანელი არის არა ტკივილი - ამასაც ავიტან და უარესსაც ავიტან - აუტანელია ის, რომ ამ ქვეყანაში სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება და სიმართლე უბრალოდ აღარ ფასობს და ეს უნდა გამოვასწარით. მართლა ძალიან მძიმეა, როცა ყველაფერი გაუფასურებულია. მეორე მხრიდან შეხედეთ, რის კეთება უწევთ, რომ სიტუაცია სათავისოდ შემოატრიალონ, მაგრამ არაფერი არ გამოსდით. ჩემზე არ იდარდოთ საერთოდ არ მადარდებს, რას გადაწყვეტენ. ახლა ჩემი შვილები მოდიან და არც კი მოვუსმენ - რაც უნდა ის გადაწყვიტონ, აბსოლუტურად ვერაფერს ვერ დამაკლებენ“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)