17:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-19 21:01:32, 1711 ნახვა

სამართალი
სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქეა დაშავებული

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დადგინდა, რომ რუსეთში, სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქეა დაშავებული. 

წყების ცნობით, მომხდარიდან მალევე დაუკავშირდნენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს.

„ორი გარდაცვლილიდან ერთი იყო საქართველოს, ხოლო მეორე რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. დაშავებულები ორ საავადმყოფოში არიან გადანაწილებული. ერთ-ერთ საავადმყოფოში ოთხი დაშავებულია გადაყვანილი და მათგან სამი საქართველოს მოქალაქეა. სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკონსულო ცდილობს სამივესთან კონტაქტზე გასვლას. მეორე კლინიკაში, პიატიგორსკის საავადმყოფოში ცხრა დაზარალებულიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ფედერალურ ავტომაგისტრალ „კავკაზზე“ თბილისი-კრასნოდარის რეისით მიმავალი ავტობუსი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ამ დროს ავტობუსში 40 ადამიანი იმყოფებოდა. ორი გარდაიცვალა და 27 დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics