19:30 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 15:52:05, 742 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი სუბელიანზე: როგორც ჩანს, კითხვის ავტორი მემორეიალზე ცეკვავდა და არ ეცალა, რომ ჩემთვის მოესმინა

„ბევრჯერ გავეცი ამ კითხვას პასუხი, მაგრამ როგორც ჩანს ერთ-ერთი კითხვის ავტორს მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა, არ მომისმინა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან“ გათავისუფლებულ თანამშრომლებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საუბარი იმაზე, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს არ აღასრულებს, სიცრუეა.

„ამიტომ გასაგებად ვამბობ კიდევ ერთხელ, ცრუ არის მტკიცება იმის შესახებ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს არ აღსრულებს და ზოგიერთი მედიის მიერ ამ სიცრუის ტირაჟირება ხდება. უფრო მეტიც, ზოგიერთმა დეპუტატმა ჩვენივე პარტიიდან მკითხა, ეს მართალიაო? არა ბატონებო, ეს არის სიცრუე, რადგან ქალბატონი სუბელიანი, ბატონი ახობაძე, როგორც კი სააღსრულებლო ფურცელი შემოვიდა, იყვნენ მიწვეული აღსრულების ბიუროში და მათ დაიწყეს ვაჭრობა ფულზე და თქვეს, რომ მოგვეცით უფრო მეტი ფული, მოიხადეთ ბოდიში და აღვასრულებთო“, - განაცხადა წულუკიანმა.

აღნიშნულ განცხადებას პარლამენტში ხმაური მოჰყვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics