18:20 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-19 13:09:38, 2745 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეელი ოფიცერი ნავით სამხრეთ კორეაში გაიქცა

ჩრდილოეთ კორეის არმიის ოფიცერი, სამოქალაქო პირთან ერთად ქვეყნიდან პატარა ნავით გამოიქცა და სამხრეთ კორეის მიმართულებით გაემართა.

Yonhapnews-ის ცნობით, ნავი სამხრეთ კორეის საზღვაო ძალების გემიდან ყვითელ ზღვაში, პენიონდოს კუნძულის ჩრდილოეთით შენიშნეს.

გამოქცეულები ამჟამად სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

მედიის ინფორმაციით, 2008 წლის შემდეგ, ეს ჩრდილოეთ კორეიდან ოფიცრის გაქცევის პირველი შემთხვევაა. მაშინ ეს 28 წლის ლეიტენანტმა მოახერხა და ქვეყნებს შორის არსებული სახმელეთო საზღვარი გადაკვეთა.

სამხრეთ კორეაში 30 ათასი ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული ადამიანი ცხოვრობს. ქვეყნის პოლიტიკით, უკვე წლებია სეული გაქცეულებს მფარველობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics