|
2026-06-23 15:03:47, 3234 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
„ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება, დაკავშირებადობა არ იწვევენ საქართველოს და გრჩება შთაბეჭდილება, რომ შეხვედრა არის ორგანიზებული მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველო არ მიიწვიონ," - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გაფართოების პროცესზე საუბარს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ მასში თავად კანდიდატი ქვეყნები იქნებიან ჩართული. „გაფართოებაზე მსჯელობას მაშინ ექნება აზრი, თუ გაფართოების პროცესზე ჩვენ გვექნება რაიმე ზეგავლენა. ეს ასე არასდროს არ ყოფილა და ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული მიდგომები იცვლება. საინტერესო პროცესია თვალყურის სადევნებლად, თუმცა საბოლოო ჯამში როგორ ჩამოყალიბდება გაფართოების პროცესი, ეს ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. საქართველო თუ არ არის ამ პროცესში ჩართული, ესეც არის ევროკავშირის გადასაწყვეტი. გაფართოება ვერ იქნება ცალმხრივი, ვერც მხოლოდ ევროკავშირისთვის, ვერც მხოლოდ საქართველოსთვის. ეს არის ყოველთვის ორმხრივი პროცესი, ორი მხარის მონაწილეობას გულისხმობს, შესაბამისად, ნებისმიერი საუბარი გაფართოებაზე, იმ ქვეყნის გარეშე, რომელსაც ეს ეხება, უბრალოდ აზრს მოკლებულია. თვითონ გადაწყვიტონ, რამდენად აზრიანია და შინაარსიანია ისეთი დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობას არ იღებს მხარე, რომელიც არის უშუალოდ ამ პროცესის მონაწილე," - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)