16:34 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-06 10:30:15, 2011 ნახვა

მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გაათავისუფლეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. პოლიტიკოსი გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს აიყვანეს. მას ბრალად არალეგალურ აქციაში მონაწილება და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა დასდეს.

რუსული მედიის ცნობით,  გვიან ღამით, სასამართლომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო პროცესი 11 მაისს დაინიშნა. თავად ნავალნიმ განაცხადა, რომ კრემლში გასცეს ბრძანება, რომ პუტინის ინაუგურაციამდე ის არ უნდა დააკავონ.

აქციები "ის ჩვენი მეფე არ არის" რუსეთის ათობით ქალაქში პუტინის მორიგ ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, 5 მაისს გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, პოლიციამ 1 597 ადამიანი დააკავა. აქტივისტების უმეტესობა მოსკოვში დააპატიმრეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics